ჩვენ შესახებ

ისტორია CardPro, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ

კომპანია "Cardpro" დაარსდა 2010 წლის. კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ ბაზარზე პლასტიკური ბარათების წარმოების დანერგვა. Cardpro-ს მიერ წარმოებული პროდუქცია მოიცავს პლასტიკური ბარათების სახეობების ფართო სპექტრს. სასაჩუქრე, საშეღავათო და ბონუს ბარათები, ასევე, სადაზღვევო, საკლუბო, საიდენტიფიკაციო, სარეკლამო, საწევრო ბარათები და სხვა.

ბარათები მზადდება, როგორც პრიალა, ასევე გლუვი ზედაპირით. წარმოებისას გამოყენებულია ბარათის პერსონიფიცირების თანამედროვე საშუალება კერძოდ მაღალი ხარისხის (Hi-Co). ბარათზე შესაძლებელია მაგნიტური ზოლის, ბარ-კოდის, უკონტაქტო ჩიპისა და (ე.წ. Smart-ბარათი) ემბოსირებული სიმბოლოების დატანა. 
ბარათების დაბეჭდვა ხდება სტანდარტულ პლასტიკურ, ასევე, ოქროსა და ვერცხლის მასალაზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საშუალებას იძლევა დამზადდეს მაღალი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი სირთულის დიზაინით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

პლასტიკური ბარათები პირველად საბანკო სფეროში ჩნდება, საკრედიტო და სადებეტო ბარათების სახით. ეკონომიკის სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია პლასტიკური ბარათის გამოყენების არეალის გაზრდა. გაჩნდა დაგროვებითი, საბონუსე, ფასდაკლების, იდენტიფიცირებისა და სხვა დანიშნულების ბარათები, რომლის გამოყენება დაიწყეს სავაჭრო ცენტრებში, სამედიცინო და სადაზღვევო დაწესებულებებში, გასართობ და სილამაზის ცენტრებში, ასევე, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში. დღეისათვის პლასტიკური ბარათი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

სერვისები

ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს ბარათებთან დაკავშირებით

500

ბიზნეს ბარათები

600

საფოსტო ბარათები

600

ფლაერები

400

Luxe Business Cards

800

VIP ბარათები

600

საკრედიტო ბარათები

პარტნიორები

გაიცანით ჩვენი პარტნიორები

ელფოსტა

card2010pro@gmail.com
info@cardpro.ge

მისამართი

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. II კვარტალი, კორპ. №9ა

ტელეფონი

+995 032 2368800
+995 557068800

სამუშაო საათები

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00

© Cardpro.ge 2014. All Rights Reserved
Developed By Cubics